გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

QUADRUM: თუ ინვესტორი ვნახეთ, გაფართოებას დავიწყებთ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sastumro QUADRUM
sastumro QUADRUM

გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ი გაფართოებას გეგმავს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ამ ეტაპზე ინვესტორის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაფართოებისთვის დაახლოებით, 1.5 მლნ. ლარი იქნება საჭირო.

„ჩვენ გუდაურში გვაქვს მიწა და ვფიქრობთ, რომ იქ დავამატოთ კიდევ ნომრები, რადგან ზამთარშიც და ზაფხულშიც მოთხოვნა იმატებს. რა თქმა უნდა, თუ ინვესტორი ვნახეთ წელსვე დავიწყებთ გაფართოებაზე მუშაობას. ოფიციალურად არ გვაქვს გაცხადებული, თუმცა ინვესტორის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. თუ ვერ ვნახეთ, ჩვენივე სახსრებით საჭირო თანხის აკუმულირებას და შემდეგ ნომრების რაოდენობის გაზრდას რამდენიმე წელში შევძლებთ“, – აცხადებს ირაკლი ერისთავი.

გარდა ამისა, სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გუდაურში გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა დამსვენებელთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონზე დატვირთულობა დაახლოებით, 60%-მდეა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს ციფრი 80%-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო – QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.

bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…