Qatar Airways საქართველოდან მიმართულებებს აფართოებს

Qatar Airways Tbilisi Doha

ავიაკომპანია Qatar Airways-მა განახლებული განრიგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 16 ივნისიდან დოჰას გავლით ფრენების რაოდენობა გლობალური მასშტაბით 160-ზე მეტ მიმართულებას მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ თბილისიდან დოჰას მიმართულებით რეისები ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ მოქნილი კავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილთან.

განახლებული შეთავაზების ფარგლებში, საქართველოდან გამგზავრების მსურველებს ავიაკომპანია სპეციალურ ტარიფებს სთავაზობს აზიის პოპულარულ მიმართულებებზე, მათ შორის ჰანჯოუზე, ტოკიოზე, ბანგკოკსა და ბალიზე.

ეკონომ-კლასის ბილეთების ფასი 1,713 ლარიდან იწყება, ხოლო პრემიუმ კლასის მგზავრებისთვის განსხვავებული საფასო კატეგორიებია გათვალისწინებული.

მგზავრების კომფორტისთვის ავიაკომპანიამ ტრანზიტის პირობებიც გაამარტივა.

2026 წლის 15 სექტემბრამდე დოჰაში გადაჯდომის მინიმალური დრო 45 წუთს შეადგენს, ხოლო აშშ-სა და კანადის მიმართულებით — 60 წუთს.

ამასთანავე, თუ ტრანზიტის დრო 8-დან 24 საათამდე მერყეობს, მგზავრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო გაჩერების სერვისით (STPC), რაც დოჰაში უფასო განთავსებას ითვალისწინებს.

ავიაკომპანია მგზავრებს ურჩევს, ადგილების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, ჯავშნები დროულად განახორციელონ და რეგულარულად გადაამოწმონ ფრენის სტატუსი.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print