გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი ყველას გემოვნება დააკმაყოფილოს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
qartuli gvino
qartuli gvino

ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი, რომ ყველა ქვეყნის გემოვნება დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ მეღვინეობა “კოლოტის” დამფუძნებელმა და დირექტორმა პაატა ლეკიაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქართულ ღვინოს აბსოლუტურად ყველანაირი გემოვნების ადამიანის მოთხოვნას პასუხობს. 

“ქართული ღვინო იმ სეგმენტში, რომელშიც იწარმოება, მაღალი ხარისხით გამოირჩევა და საუკეთესოა. შესაბამისად, არ მგონია ქართული ღვინის წარმოებას და ზოგადად, ალკოჰოლური სასმელების ქართულ წარმოებას რომელიმე ქვეყნის გემოვნების, თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეეძლოს”, – აცხადებს პაატა ლეკიაშვილი.

თავად მეღვინეობა ბაზარზე გამოჩენას, დაახლოებით, 1 თვეში გეგმავს. როგორც პაატა ლეკიაშვილი აცხადებს, “კოლოტი” ადგილობრივი ბაზრის ათვისების პარალელურად საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს. მისივე ინფორმაციით, მეღვინეობას ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები ყაზახეთთან აქვს.

“კოლოტის” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ, მეღვინეობის მიზანი პროდუქციის 80%-მდე ექსპორტზე, ხოლო დანარჩენი რაოდენობის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაა. 

ცნობისთვის, “კოლოტის” 10 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და მარანი, ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდში მდებარეობს. მეღვინეობის წლიური წარმადობა კი, დისტილატების(გამოხდილი პროდუქცია) კუთხით 10-12 000 ბოთლია, ხოლო ღვინის კუთხით ჯამში 75 000 ბოთლამდე. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…