პოპულარიზაციისთის Turkish Airlines-ის მეგა პროექტი

Turkish Airlines

საქართველოს პოპულარიზაციისთვის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის მეგა პროექტი გრძელდება. ავიაკომპანიის ხელშეწყობით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად ქვეყანას 4 დღიანი ვიზიტით თურქეთის 9 წამყვანი ტურ ოპერატორი სტუმრობდა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია იყო.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ძველი თბილისი, თავისი უძველესი და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავით. მათ ასევე მოინახულეს ისტორიული ქალაქი მცხეთა, კახეთში ვიზიტმა კი, მისი პანორამული ხედებითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით, სტუმრებზე მართლაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„საქართველოს მრავალფეროვანი, ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებით, ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს მეტი ტურისტის მოზიდვას თურქეთიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ზრდას“, – აცხადებენ Turkish Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები