გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

პირველი მასშტაბური კორპორატიული ტურნირი “პეტრას განძი”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
petras gandzi
petras gandzi

ქართულ ბაზარზე პირველი შემეცნებითი კორპორატიული ტურნირი „პეტრას განძი“ 5 აპრილს აიღებს სტარტს. მონაწილეები პეტრას ციხის მიმდებარედ ნაპოვნი განძის რეალურ ისტორიას ეზიარებიან და რჩეულის ტიტულის მოსაპოვებლად, საინტერესო და რთული დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ.

უნიკალური განძის და ოქროს ფარის  მოპოვებას ყვლასთვის კარგად ნაცნობი კომპანიები „სოკარ ჯორჯია“, „თიბისი ბანკი“, „მზიური გარდენსი“, „კრედო ბანკი“, „ევროპაბეთი“ და ინფლუენსერების გუნდი ეცდებიან.

მოძრავი ჭერი, დაკარგული წერილი, ალქიმიკოსის ლაბორატორია – ეს იმ დაბრკოლებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მონაწილეებს თამაშში შეხვდებათ. მონაწილეები თამაშის მიმდინარეობისას მაგიურ ქვებს, არტეფაქტის ფრაგმენტებს და იუსტინიანეს მონეტებს მოაგროვებენ. ჯამში მათ 14 აქტიური და 10 ინტელექტუალური დაბრკოლების დაძლევა მოუწევთ.

ტურნირში გამარჯვებული „პეტრას რჩეული“ გუნდი სახელობით ხეს დარგავს და კომპანიის სახელით სამუდამო კვალს დატოვებს არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე. ამასთან, გადაეცემა უნიკალური განძიდან ერთ-ერთი არტეფაქტის ასლი – მოოქროვილი ბუნიკი, დაიბრუნებს ტურნირში მონაწილეობის თანხას და გადავა შემდეგ ეტაპზე –  დახურულ რჩეულთა კლუბში. გალა ვახშამზე კი სამაგიდო თამაშის პრინციპით გამოვლინდება „წლის რჩეულთა რჩეული“, რომელსაც ოქროს ფარი გადაეცემა.

პროექტისთვის ქართულ მოტივებზე მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა დაწერა. აღსანიშნავია თამაშის პერსონაჟების სახეებიც, მათ შორის, სახელგანთქმული არქეოლოგი, დოქტორ ჯონსი, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე განასახიერებს და რომელიც მოთამაშეებს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე ყველა კომპანია დაუვიწყარ გამოცდილებას მიიღებს, რაც შემდგომ მათ კორპორაციულ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…