პირველი გაჩერება -ათენის აკროპოლისის მუზეუმი

atenis akropolisi

ათენი, ღმერთების ქალაქი – მითების, ისტორიისა და თანამედროვე კულტურის მიქსი. აქ შეგიძლია ჩართო დროის მანქანა და იმოგზაურო ეპოქების ლაბირინთებში…

თუ ემოციების ფოიერვერკი გჭირდება, მოგზაუროს, გეოგრაფიის დოქტორის – გიორგი დვალაშვილის რეკომენდაციები გამოგადგება…

ძველ ათენთან შესახვედრად, ყველაზე საუკეთესო არჩევანი – აკროპოლისის მუზეუმია…ა კროპოლისის მუზეუმი აკროპოლისის ბორცვზე მდებარეობს და ათენური კულტურის უმნიშვნელოვანეს მემკვიდრეობას ინახავს. მისი პირველი ვერსია 1874 წელს აშენდა, თუმცა შეზღუდული სივრცის გამო, გაფართოების აუცილებლობა გაჩნდა. 1950-იან წლებში მუზეუმი კვლავ გააფართოეს, მაგრამ არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ახალი, უფრო თანამედროვე სივრცის საჭიროება გააჩინა.

2009 წელს გაიხსნა ახალი მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელბეს, ათონური ცივილიზაციის ფსკერზე ამოგზაურებს.. 

 გიორგი დვალაშვილი:

-ათენის მონახულება აკროპოლისის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ძველი ცივილიზაციის გულია, თუმცა სანამ უშუალოდ აკროპოლს მოინახულებთ, აკროპოლისის მუზეუმის დათვალიერება საუკეთესო დასაწყისია.

რატომ უნდა დაიწყოთ მუზეუმიდან?

მუზეუმი ათენის ისტორიის გაცოცხლების უნიკალური საშუალებაა. თუ აკროპოლისის ნანგრევები შთამბეჭდავია თავისი მასშტაბით, მუზეუმი მას უფრო ღრმა მნიშვნელობით ავსებს. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური არტეფაქტები – ქანდაკებები, ფრიზები და ათენური ცხოვრების ამსახველი უძველესი ნივთები.

მუზეუმი ოთხ სართულზეა განლაგებული და ვიზიტორებს სთავაზობს არა მხოლოდ ექსპონატებს, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით აკროპოლისის გაცოცხლებულ ხედს. ინტერაქტიული ინსტალაციები, ვიდეომასალები და დეტალური ასახვები საშუალებას გაძლევთ უკეთ გაიგოთ, როგორ გამოიყურებოდა აკროპოლისი თავისი დიდების ხანაში.

რა დრო დაგჭირდებათ?

მუზეუმის სრულფასოვანი დათვალიერებისთვის მინიმუმ ორი საათი არის რეკომენდებული. ეს დრო საკმარისია, რომ გაეცნოთ უნიკალურ ექსპონატებს, უყუროთ საინფორმაციო ფილმებს და მთლიანად შეიგრძნოთ ათენის სიდიადე.

საინტერესო ფაქტია, რომ მუზეუმი პარასკევს ღამის 10 საათამდე მუშაობს, რაც დამატებითი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც დღის განმავლობაში ვერ ასწრებს დათვალიერებას, ან დროშია შეზღუდული.

აკროპოლისი და მუზეუმი – ერთი მთლიანობა

აკროპოლისისა და მისი მუზეუმის ერთობლივი მონახულება საშუალებას გაძლევთ სრულყოფილად აღიქვათ ამ ისტორიული ძეგლის სიდიადე. მუზეუმის გარეშე შესაძლოა აკროპოლისის მნიშვნელობის სრულფასოვანი გააზრება გაგიჭირდეთ. 

ავტორი: შორენა მერკვილაძე

თანაავტორი: გიორგი დვალაშვილი

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები