“პასიურ სეზონზე MICE ტურიზმი გვამუშავებს” – “აისი”

Mice Tourism

ბათუმში მდებარე სასტუმრო  აისის”  გენერალური მენეჯერი მარიკა ბოლქვაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მარტსა და აპრილში ჯავშნების დაახლოებით 40% საქმიან ტურებზე მოდის. მისი ინფორმაციით, ძირითადი შემკვეთები  ადგილობრივი ბიზნესი და ორგანიზაციებია.

როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, უცხოელი ტურისტები პასიურ პერიოდში იშვიათად სტუმრობენ კურორტს, ამ ნაწილშიც უმეტესად MICE ტურიზმი მუშაობს.

ბიზნესშეხვედრებისთვის თებერვალი-აპრილი აქტიური სეზონია. მარიკა ბოლქვაძის თქმით, ასეთი მოცემულობა იყო წელსაც და ტენდენცია ამ მხრივ არ შეცვლილა. ძირითადი შემკვეთი კი ადგილობრივი ბიზნესია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მიმართულების კომპანია, ვისაც სურს ზღვისპირა კურორტზე გასვლითი შეხვედრების დაორგანიზება.

რაც შეეხება უცხოურ კომპანიებს, როგორც მარიკა ბოლქვაძე აღნიშნავს, მოთხოვნა უმნიშვნელოა, მაქსიმუმ 5%-ის ფარგლებში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ საზღვაო კურორტი ამ მხრივ ნაკლებად პოპულარულია.

“საქმიანი ტურები უმეტესად დედაქალაქში იგეგმება. ამ დროს ბათუმს  MICE ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. ქალაქში ბევრი 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელსაც ნებისმიერი დონის შეხვედრის ორგანიზება უმაღლეს დონეზე შეუძლია. თუმცა დატვირთვა მხოლოდ პასიურ სეზონზე მოდის, როცა დამსვენებლების მხრიდან ნაკლები მოთხოვნაა, ამ პერიოდში ძირითადად MICE ტურიზმი გვამუშავებს“, –  აცხადებს მარიკა ბოლქვაძე.

რაც შეეხება ამ ეტაპზე დატვირთულობას, “აისის” გენერალური მენეჯერის ინფორმაციით,  შიდა ტურისტების წილი 10%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის იდენტური მაჩვენებელია. ზაფხულის აქტიური სეზონი კი 15 მაისს დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. სასტუმროს გათვლა ძირითადად უცხოელ ტურისტებზე აქვს, ადგილები 70-80% კი წინასწარ დაჯავშნილია.

სასტუმრო ‘’ასისი“ ბათუმში 2012  წლიდან ფუნქციონირებს.  სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები