გადასვლა მთავარ შიგთავსზე
გურიაtravelnews.ge

“პანორამა ბახმარო” სეზონზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
panorama-bakhmaro
panorama-bakhmaro

ზაფხულის სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” სასტუმრო “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელმა გიორგი კეჭაყმაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, “პანორამა ბახმაროს” დამსვენებლები ძირითადად ქართველები არიან.

“ზოგადად, ზაფხულის სეზონზე უფრო მეტი სტუმარი გვყავს, რადგან ადამიანებს მარტივად მოსვლის შესაძლებლობა აქვთ. ზამთარში ბახმაროში თოვლის საფარი ძალიან მაღალია და შესაბამისად, ისეთი აქტივობა არ არის როგორც ზაფხულში. თოვლის საფარის გამო, მხოლოდ თოვლმავლებით არის შესაძლებელი გადაადგილება. ჩვენ გვსტუმრობენ როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, რომელთა  წილი დაახლოებით, 40%-ია. აგვისტოში ველოდებით სასტუმროს 100%-იან დატვირთულობას“, – აცხადებს.

მისივე ინფორმაციით,  გაზრდილი მოთხოვნის გამო “პანორამა ბახმარო” გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, მომავალი წლიდან სასტუმროს დაახლოებით, 10 ნომერი დაემატება.

“ჩვენ წელს დაგვემატება სპა და აუზის მომსახურება. სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. აღნიშნულის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 400 000 ლარი იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საცხენოსნო ტური და წელს ვფიქრობთ, რომ დავამატებთ მოტოტურსაც“, – აღნიშნა მან.

გიორგი კეჭაყმაძის თქმით, ბახმაროში აქტიურად შენდება კოტეჯები და საოჯახო ტიპის სასტუმროები. მოქალაქეები მუშაობენ, რომ უფრო მეტად განვითარდეს ბახმარო.

ცნობისთვის, ბახმაროში მდებარე სასტუმრო “პანორამა ბახმარო”  2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმროს ამ ეტაპზე 8 ნომერი აქვს.

BP.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…