გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Outlet village 26 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tbilisi Outlet Village
Tbilisi Outlet Village

თბილისის ცენტრიდან 30 წთ-ის გზაზე, საქართველოში პირველი Outlet village 26 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” სივრცის თანადამფუძნებელი გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, საქართველოში აღნიშნული ობიექტის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილი, ხარისხიანი ბრენდების ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იქნება.

“მოლოდინი Outlet village-ის გახსნის შემდეგ ძალიან დიდი გვაქვს. ესაა დასავლეთში უკვე გამოცდილი და საქართველოში ახალი სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმოდგენილი ისეთი ბრენდი, მაგალითად, როგორიცაა, Adolfo Dominguez-ი (გავლენიანი ესპანელი დიზაინერი) სხვა ბრენდებს კი, სიურპრიზად დავტოვებ.

ასევე წარმოდგენილი იქნება მაღაზიები, რომლებიც მომხმარებლებისთვის უკვე ნაცნობია. Outlet-ის ფორმატის საერთაშორისო სტანდარტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მთელი წლის განმავლობაში 30%-ზე მეტი ფასდაკლებები იყოს. ამასთან, Outlet-ის გუნდი, სხვადასხვა, ფესტივალს, აქციას გეგმავს. ჩვენს მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები დახვდებათ, რომლის ფარგლებშიც კარგი პირობებით ისარგებლებენ.

Outlet village-ის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებლებმა “შოპინგის” გამოცდილება მიიღონ. ამასთან, წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი 50 ბრენდი გვექნება”, – აცხადებს Outlet village-ის თანადამფუძნებელი.

გიორგი გიორგაძე უშუალოდ, კონკურენციის მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე ბევრი ახალი მოლი ჩნდება, მაგრამ Outlet village-სა და აღნიშნულ ობიექტებს შორის გარკვეული სახის თანამშრომლობაა.

“ბრენდებიც დაინტერესებული იყო, რომ საქართველოში აღნიშნული კონცეფცია გახსნილიყო, ჩვენ კი, დარგის განვითარებას ხელი შევუწყვეტთ. სივრცის მომხმარებლები ასევე შეიძლება იყოს, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები, მოკლედ, ტურისტები.

ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ცალკე დაიწყებს ფუნქციონირებას, ასე რომ აღნიშნული მიმართულებით, პრობლემა არ იქნება”, – აღნიშნავს გიორგი გიორგაძე.

ცნობისთვის, Tbilisi outlet village თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე  მდებარეობს, სივრცის ფართობი 12,500 მ²-ია. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პარკინგი 1700 მანქანაზე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…