გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ნოვა ტური: გერმანიის ტურებზე, მოთხოვნა საქართველო-საბერძნეთის მატჩის დასრულებისთანავე, გააქტიურდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
fekhburti
fekhburti

EURO2024-ის საქართველოს მატჩებზე დასასწრებად ყველას ვურჩევთ დაიჭირონ თადარიგი და დროულად შეიძინონ როგორც ავიაბილეთები, ასევე სასტუმრო, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია “ნოვა ტურის” დამფუძნებელმა მამუკა ჯიქიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია გერმანიის მიმართულებით ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების შედგენას იწყებს.

“ზოგადად, როდესაც გარკვეული მიმართულებით რაღაც პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება, ეს პირდაპირ აისახება ფასებზე. ძალიან დიდი, მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო ფორუმია, სადაც ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან და ცხადია, გერმანიის ქალაქებშიც ფასები გაიზრდება. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენც ადაპტაციას გავდივართ მოთხოვნიდან გამომდინარე და უახლოეს ხანში გვექნება მომხმარებლების მოთხოვნებზე ორიენტირებული პროდუქტი.

თამაშის დასრულებისთანავე, ღამის საათებშიც იყო მომართვიანობა და ბუნებრივია, რომ ეს კიდევ უფრო გაიზრდება.

რაც უფრო ბევრი ახალი მიმართულება და მოთხოვნა ჩნდება ტურისტულ კომპანიებს ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები უჩნდება და ცხადია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება სექტორზე“, – განაცხადა მამუკა ჯიქიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ – თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი” – საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ – საქართველო-პორტუგალია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…