NanoLand: ბაზალეთის ტბა ტურისტულად უფრო მიმზიდველია

nanoland

ბაზალეთის ტბასთან მდებარე, პირველი გლემპინგ კოტეჯის – NanoLand-ის დამფუძნებლის ნანიკო კელიხაშვილის განცხადებით, ტბის მიმდებარე ტერიტორია ტურისტულად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება. 

როგორც ის “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, ამის მიზეზი ის არის, რომ ბაზალეთის ტბა დედაქალაქთან ახლოს არის. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დაიგო საავტომობილო გზა და მოეწყო სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგებისთვის.

ნანიკო კელიხაშვილის თქმით, გაზრდილი მოთხოვნისა და დაინტერესების გამო დაახლოებით, 1 წელში NanoLand-ს ახალი, უფრო დიდი კოტეჯი დაემატება.

ეს არის ადგილი, თბილისთან ახლოს, ულამაზესი ხედებით და სუფთა ჰაერით. თავდაპირველად მხოლოდ გლემპინგი გვქონდა, თუმცა გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კოტეჯის დამატება. ორივეს აქვს იზოლირებული ეზო და მომხმარებლებისთვის საჭირო ყველანაირი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, გლემპინგის ეზოში არის აუზი და კოტეჯის ეზოში ძალიან მალე დაემატება 15 კაცზე გათვლილი ფანჩატური.

ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დაახლოებით, 90% ქართველები არიან, ხოლო 10% –  უცხოელი. ძირითადად, ინდოეთიდან გვსტუმრობენ. სამომავლოდ დაახლოებით, 1 წელში ვაპირებთ, რომ დავამატოთ უფრო დიდი მოცულობის კოტეჯი. ჩვენი არსებული გლემპინგის ინვესტიცია 40 000 ლარამდე იყო, ხოლო კოტეჯის –  80 000 ლარამდე. შესაბამისად, ახალი კოტეჯის საინვესტიციო ღირებულება უფრო მაღალი იქნება, რადგან შედარებით დიდი ფართის კოტეჯის აშენებას ვგეგმავთ“, – აცხადებს ნანიკო კელიხაშვილი.

ცნობისთვის, NanoLand არის პირველი გლემპინგ კოტეჯი დუშეთში, რომელმაც ფუნქციონირება 2 წლის წინ დაიწყო. ამჟამად, სივრცე მოიცავს ერთ გლემპინგს და ერთ კოტეჯს.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები