გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

მზისკარი-პროექტი  გასტროტურიზმის პოპულარიზაციისათვის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mziskari
mziskari

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო. „მზისკარი“ საოჯახო მასპინძლების ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და  პროექტის ბენეფიცარები.

პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პროექტის პირველ მონაწილეებს კვების ობიექტებისთვის საჭირო მანიშნებლები გადასცა. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

„მზისკარის“ ქსელის მასპინძლობისთვის მსურველებმა სპეციალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ: ოჯახის მიერ მართული სამასპინძლო ობიექტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ავთენტური გარემო; ფლობდეს საკუთარ მეურნეობას; დაცული აქვს უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესები და სხვა.

„მზისკარის“ ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს:

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინდივიდური ტრენინგები და კონსულტაციები:
  • სურსათის უვნებლობა;
  • ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი;
  • კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება.
  • მხარდაჭერა მარკეტინგში:
  • პროექტის ვებ გვერდსა (mziskari.ge) და სოციალურ ქსელებში – ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე განთავსება – პერსონალური პროფილებით (ობიექტის აღწერილობა/ფოტო კოლაჟი/ ვიდეო წარდგენა)
  • საერთაშორისო და შიდა ბაზარზე პოპულარიზაცია
  • სასაჩუქრე პაკეტის შექმნა (მენიუს დიზაინი, ინვენტარი)
  • მისაწვდომობის გაუმჯობესება
  • ბრენდირებული მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამზადება/მონტაჟი
  • ფინანსებზე წვდომა
  • აწარმოე საქართველოში – „მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა

სპეციალურად „მზისკარის“ წევრისთვის: სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრულად სუბსიდირება. ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში 25% ქეშბექი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…