„მზისკარი“ ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

Mziskari

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ (Mziskari) ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის (ECTN) პრესტიჟული კონკურსის — ECTN Awards 2026-ის ფინალისტი გახდა.

„მზისკარი“ ნომინაციაში „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

ECTN Awards 2026-ზე 23 ევროპული ქვეყნიდან სულ 72 განაცხადი იყო წარდგენილი, საიდანაც ფინალისტები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით შეირჩნენ.

კონკურსის ფარგლებში „მზისკარს“ საზოგადოებრივი არჩევანის — Public Choice Award-ის — ეტაპზეც აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა.

ხმის მისაცემად საჭიროა აირჩიოთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მხარი დაუჭიროთ პროექტს.

ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე, ECTN-ის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

„მზისკარის“ ფინალისტობა საქართველოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა და ქვეყნის კულტურული და შემოქმედებითი ტურიზმის მიმართულების ევროპულ სივრცეში წარმოჩენას უწყობს ხელს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print