გადასვლა მთავარ შიგთავსზე
გურიაtravelnews.ge

მზისკარი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mziskari
mziskari

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის „მზისკარის“ მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის მონაწილე, „ტაბერნე გურიაში – აცანას“ დამფუძნებელი კესო მახარაძე.

„ტაბერნე გურიაში-აცანა“ საოჯახო კვების ობიექტია, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში მდებარეობს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვინც ჩამოაყალიბა “მზისკარი”და შეგვარჩია ბენეფიციარები.  “მზისკარი” ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონებისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და გასტრონომიული კუთხით განსაკუთრებული ხაზია, რომელიც საქართველოს რეგიონებს გამოარჩევს, რაც აინტერესებს უცხოელ ვიზიტორებს ადგილობრივთან ერთად.  მინდა გითხრათ, რომ ტურისტული ლოკაციებისთვის  და ასეთი ტურისტული ობიექტების მფლობელებისთვის ეს პროექტი ერთგვარი ფუფუნებაა, იმიტომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მივიღეთ მაღალი პროფესიონალური კონსულტაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის“,-აცხადებს კესო მახარაძე.
„მზისკარი“ ოჯახური გასტრო მასპინძლობის ქსელია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ  გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…