გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

მთის სურნელით გაჯერებული ლეგენდარული ნარჩვი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
narchvi
narchvi

ნარჩვი ზემო სვანეთთან დაკავშირებული ტრადიციული ყველია, რომლის დამზადების ტექნოლოგია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ყველი ხის სპეციალურ ყუთში მწიფდება და მისი დამზადება ხანგრძლივ და სპეციფიკურ პროცესს მოიცავს. 2025 წელს „ნარჩვი“ ადგილწარმოშობის დასახელებად დარეგისტრირდა, რაც პროდუქტის გეოგრაფიულ კავშირსა და ტრადიციული წარმოების მეთოდის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

`სიტყვა „ნარჩვი“ ნაგროვებს ნიშნავს, რაც მისი მომზადების ტექნოლოგიიდან მომდინარეობს. მისმა საგემოვნო თვისებებმა, შენახვისა და დავარგების საუკუნეებგამოვლილმა ტრადიციამ, საერთაშორისო ექსპერტებიც გაოცებით აალაპარაკა…

ნარჩვიც, როგორც არაერთი ქართული ყველის უნიკალური სახეობა, ქართული ყველის გურუმ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ გადაარჩინა. მან წლების წინ შეიტყო ზემო სვანეთის მკვიდრ ირა ანსიანისგან, რომ შორეულ ლახამულაში გამართულ ანსიანების ფერმაში უნიკალურ ნარჩვს ჯერ კიდევ ამზადებდნენ. ანასგან მთელმა საქართველომ გაიგო ნარჩვის ამბავი. შემდეგ, არამატერიალური კულტურის ძეგლადაც გამოცხადდა…

მოდი, ლეგენდარული ნარჩვის ამბავი, ქართული ყველის მკვლევრისგან, ანა მიქაძე -ჩიკვაიძისგან მოვისმინოთ… 

ნარჩვი – სვანური ყველის ტრადიცია

-სამეგრელოსთან სიახლოვის გამო უსამართლოდ იყო მიჩნეული, რომ სვანებს არ აქვთ საკუთარი ყველი. ეს ასე არ არის. სვანეთში რამდენიმე სახეობის ყველს ამზადებენ. ცალკე ფენომენია სვანური სულგუნიც, თუმცა ნარჩვის შემთხვევაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. მისი მომზადების ტექნოლოგია ორიგინალური და სრულიად განსხვავებულია. კარგად მოფშვნილ ჩვილ ყველს ჩადებენ ხის ყუთში, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს სვანურ კოშკს. ყველი ყუთში სამი თვის მანძილზე ინახება, ვიდრე კარგად არ ჩაკარაქდება, ხელს არ ახლებენ. როდესაც ზამთარი მოახლოვდება, ყველს ხსნიან და მიირთმევენ. ერთი თვის ნარჩვი რომ გაასინჯო სვანს, იმ წუთში მიხვდება და გეტყვის _ ეს არ არის მომწიფებული ყველიო. უმჯობესია იყოს მომწიფებული და იყოს იმ გემოზე, როგორიც ნარჩვს უნდა ჰქონდეს. ნარჩვი გამორჩეული საგემოვნო თვისებების ყველია, შეიძლება ერთგვარ დელიკატესადაც ჩავთვალოთ. სახელწოდების წარმომავლობას სხვადასხვაგვარად ხსნიან, თუმცა სვანეთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ნარჩვი ნაგროვებს ნიშნავს და რადგან ამგვარ განმარტებას გვაძლევენ, ჩვენც უნდა დავჯერდეთ. 

ნარჩვი არ არის მარტივი ყველი, მისი მომზადება საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია. ვარგდება ძალიან რთულად და, რაც ყველაზე მთავარია, დიდხანს უნდება დავარგებას. სწორედ ამ სირთულეს მივაწერ, რომ, დაიკარგა მასიური წარმოებისგან _ რადგან რთული გასაკეთებელია, ადამიანები ცდილობენ ყველის დასამზადებლად და შესანახად უფრო მარტივი გზები გამოიყენონ, რაც ყველის ამ სახეობის გაქრობის საფრთხეს უქმნის. 

ნარჩვი ქართული ყველის მრავალფეროვანი ტრადიციის მხოლოდ ერთი მაგალითია – ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ყველის არაერთი უნიკალური სახეობა მზადდებოდა და მზადდება.

_ ნარჩვი საკმაოდ ნაზი და ფაქიზი ყველია, გამოყენების დროს მის მოჭრასაც კი სპეციფიკური ცოდნა, სიფრთხილე სჭირდება… 

_ სარქველი რომელიც ნარჩვს ზემოდან ადევს, მის ზედაპირს ასფალტივით ასწორებს. ყველის მოჭრის შემდეგ, თავსახურავი აუცილებლად ასევე უნდა დაეხუროს, ამიტომ ისე კოხტად და ფაქიზად უნდა მოიჭრას დანით, რომ ყველის ზედაპირი არ დაზიანდეს, ღრმულები არ გაუჩნდეს, ჰაერი არ შეიპაროს და  წარმოიშვას არაკეთილშობილი ობი. თუკი ნარჩვის სწორად შენახვის და  მოჭრის მეთოდი არ ვიცით, ადვილი შესაძლებელია რომ გაგვიფუჭდეს. 

ნარჩვს რძის და კარაქის გემო ტონებით გასდევს, არ არის მლაშე, გამოიყენება როგორც მშრალად – ყუთიდან სადილისთვის ამოღებული, ისე, ცომეულისა და ხაჭაპურის გულსართად ფეტვთან ერთად. ასევე, მოიხმარენ შეცხელებულს – კერძზე მოსასხმელად. ნარჩვისგან მზადდება უგემრიელესი სვანური ჭვიშტარი.

შორენა მერკვილაძე

ფოტო: ანა მიქაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…