გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა უკვე 422 ათასს აღემატება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mtiani ajara
mtiani ajara

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის ინფორმაციით, 2025 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. 

„აჭარის რეგიონს ძალიან წარმატებული საზღვაო სეზონი ჰქონდა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 1 მილიონ 900 ათასს უკვე აღემატება, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო შიდა ვიზიტების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა”,- ამბობს ზოიძე. 

მისივე თქმით, გაზრდილია მოთხოვნა მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებზეც. 

„მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა უკვე 422 ათასს აღემატება, რაც 40%-ით ზრდას ნიშნავს 2024 წელთან შედარებით. ყველაზე მეტი ვიზიტი სარფის გამშვები პუნქტიდან ფიქსირდება. ასევე, გაზრდილია ვიზიტები ისრაელის მიმართულებიდან, გაიზარდა ფრენების რაოდენობა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ზაფხულის პერიოდში აქტიურად ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები ბალტიის ქვეყნებიდან. ამავდროულად, გრძელდება მუშაობა ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის ევროპის ქვეყნები. გაზრდილია მონაცემები როგორც გერმანიის, ისე ლატვიისა და ბევრი სხვა მიმართულებიდანაც”,- აღნიშნა თინათინ ზოიძემ “კომერსანტის” ეთერში.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…