გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

მთავრობა ახალი აეროპორტის კვლევას სესხით დააფინანსებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
aeroporti_w_h
aeroporti_w_h

საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB)  13 535 000 ევროს სესხს იღებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა მსხვილი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კვლევით სამუშაოებს მოხმარდება. პირველი ტრანშით დაფინანსდება თბილისში დაგეგმილი ახალი აეროპორტის მშენებლობამდე ჩასატარებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რისთვისაც გათვალისწინებულია 2 300 000 ევრომდე.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ აცხადებს, სანამ პროექტის განხორციელება დაიწყება, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა ჩატარდეს.

“ამ კვლევებს ჩვენი რესურსის ფარგლებში ვაკეთებთ ხოლმე, თუმცა, მსხვილ პროექტებში, რომელიც 100-200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებისაა, მიზანშეწონილია უფრო გამოხდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებიც ჩაერთოს. შესაბამისად, ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება და ამ მიზნით ჯამურად 13 535 000 ევრო გამოიყოფა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველა მსხვილი პროექტის შესწავლაში დაგვეხმარება.

პირველი, რაზეც ეს თანხა იქნება გამოყენებული, არის თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა, ამ მიმართულებით 2 300 000 ევრომდე დაიხარჯება. დარმწუნებული ვარ, მომდევნო წლებში არაერთი მსხვილი პროექტი იქნება – ენერგეტიკა თუ სხვა, რომლის განხორციელებამდე მოხდება ამ რესურსის გამოყენება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურძიემ პარლამენტში საკითხის განხილვისას.

შეგახსენებთ,თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება. აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი – 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…