გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

მსოფლიო ბანკმა სომხეთს $100 მლნ ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოუყო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
travel in armenia
travel in armenia

მსოფლიო ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ სომხეთისთვის $100-მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა. თანხა მდგრადი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის როლის ამაღლებისკენ მიიმართება.

როგორც “არმენ პრესი” წერს, რომ პროექტი იმ უწყებებს გააძლიერებს, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედებენ, კერძო სექტორის სტიმულირებას მოახდენს და 7 ტურისტული მიმართულებით სტიქიური მოვლენებისადმი მდგრადობას შეუწყობს ხელს.

სომხური მედიის ცნობით, მსოფლიო ბანკის პრესრელიზზე დაყრდნობით წერს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, კერძო ინვესტიციების მოზიდვას და მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის პრიორიტეტული მიმართულების განვითარებას.

ტურიზმის განვითარებისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა მიზნად სომხეთის ტურისტულ სექტორში არსებული ძირითადი სირთულეების აღმოფხვრას ისახავს. პროექტი გზების გაუმჯობესებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურაზე წვდომის გაზრდით ყოველწლიურად სარგებელს 1 მილიონზე მეტ ადამიანს მოუტანს, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს, ასევე, ხელს შეუწყობს შერჩეულ ადგილებში ტურისტული გამოცდილების გაუმჯობესებას.

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით და მდგრადი ტურიზმის წახალისებით, ეს პროგრამა არა მხოლოდ საკვანძო მიმართულებებს გახდის უფრო მიმზიდველს, არამედ სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სომხეთში კაროლინ გეგინატიმ.

ცნობისთვის, 1992 წლიდან მსოფლიო ბანკი სომხეთს 3 მლრდ დოლარით დაეხმარა, რაც მიმდინარე $300-მილიონიანი პროექტსაც მოიცავს.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…