“მოთხოვნა გაზრდილია აზიური ქვეყნებიდან”

lomsia

ახალციხეში მდებარე სასტუმრო ”ლომსია”  ზაფხულის აქტიური სეზონისთვის  მზადაა. როგორც სასტუმროს დირექტორი ამირან ქიმერიძე ”ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, კომპანია ჯავშნებს უკვე იღებს.  მოთხოვნა გაზრდილია აზიური ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ჩინეთიდან, რის ტენდენციაც 2023 წლიდან შეიმჩნევა.

ამირან ქიმერიძის თქმით, ჩინური ბაზრის გააქტიურება სავიზო რეჟიმის შემოღებას ნაკლებად უკავშირდება. მიზეზი ძირითადად ქართული და უცხოური (ძირითადად, აზერბაიჯანული) ტურისტული კომპანიების ჩინურ ბაზრებზე გააქტიურებაა, რისი ტენდენციაც დაახლოებით 2-3 წლის წინ დაიწყო. კერძოდ, ჩინეთიდან ტურები წელს დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი.  გარკვეული დაინტერესება არის ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდანაც.  ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემცირებულია.

”ისრაელიდან ტურების შემცირებაზე პოლიტიკურმა მდგომარეობამ იქონია გავლენა. ანალოგიურად შემცირდა დაინტერსება  ევროპიდანაც, აქ უკვე მიჭირს ვარაუდი, რაც შეიძლება გამოეწვია კლება, ვერ გეტყვით. თუმცა ჩინეთიდან მოთხოვნის ზრდა დადებითი ტენდენციაა. როგორც ვიცი, მათი კანონმდებლობა,  კომპანიებს ავალდებულებს დაასვენოს მათი თანამშრომელი გარკვეული პერიოდით და  ალბათ ამანაც განსაზღვრა ჩინელების ტურიზმით დაინტერესება, რასაც უკვე სავიზო რეჟიმის შემოღებაც ხელს შეუწყობს. მთლიანობაში, 2023 წლის მდგომარეობით, ჯავშნები შემცირებულია. შეიძლება ითქვას, რომ  განახევრებულია”, – აღნიშნავს ამირან ქიმერიძე.

კერძოდ, როგორც ”ლომსიას” დირექტორი განმარტავს, პანდემიამდელ პერიოდში წლიურად 8 000 ოთახ-ღამე  (ერთი გაყიდული ოთახი ერთი ღამე) იჯავშნებოდა, 2023 წელს მათი რაოდენობა 4 000-მდე შემცირდა. 

”მიმდინარე წელს უკვე არის 4 500 ჯავშანი, მაგრამ არ ვიცით, წლის ბოლომდე რა  შედეგზე გავალთ. მოლოდინი უკეთესია იმასთან შედარებით, რაც შარშან იყო.  რაღაც ნაწილი  მიდის შედარებით იაფფასიან სასტუმროში, რადგან კონკურენტმა სასტუმრომ უფრო ნაკლები ფასი შესთავაზა. არაჯანსაღი კონკურენციაა და წინასწარ პროგნოზი გვიჭირს, საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება დავდოთ”, –  აცხადებს ამირან ქიმერიძე ”ბიზნესპარტნიორთან”.

ცნობისთვის, ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ „ვისოლ ჯგუფმა“ 2012 წლის აგვისტოში გახსნა და სასტუმროს მშენებლობისათვის რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 2014 წელს „ვისოლ ჯგუფში“ არაპროფილური აქტივების გაყიდვის გეგმების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა მფლობელებმა სასტუმროს გაყიდვა გადაიფიქრეს და ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ სარეკლამო კომპანიას „ველაჯიო“ გადაეცა. ‘’ლომსიაში’’ 63 ნომერია და 150-მდე სტუმარზეა გათვლილი.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები