გადასვლა მთავარ შიგთავსზე
შიდა ქართლიtravelnews.ge

მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gakheladzis marani
gakheladzis marani

კასპის რაიონ სოფელ ქვემოჭალაში მდებარე “გახელაძის მარნის”  დამფუძნებლის, ვიქტორ გახელაძის ინფორმაციით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რაც კმაყოფილ ვიზიტორებსა და ღვინის ხარისხს უკავშირდება.

როგორც მარნის დამფუძნებელი აღნიშნავს, კომპანია სექტემბრის ბოლოს ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს. კერძოდ, აქამდე  “გახელაძის მარნის” მიერ წარმოებული ღვინოების დაგემოვნება/შესყიდვა მხოლოდ მარანში მისულ ვიზიტორს შეეძლო, ახლა კი “გახელაძის მარნის” მიერ წარმოებული პროდუქცია, ღვინის მაღაზიებშიც გაიყიდება.

“ამ ეტაპზე, ნახევარი ჰექტარი ვენახი გვაქვს, ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვყიდულობთ. მხოლოდ მხოლოდ, მიკრო ზონის დამახასიათებელი ჯიშები გვაქვს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერი. ღვინოს ევროპული წესით ვამზადებთ. ამჟამად, 4 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი სოფელში ფილმი “შერეკილებია” გადაღებული და აღნიშნული ფილმის თემატიკა გვინდოდა, რომ გაგვეცოცხლებინა, ამიტომ ღვინის ეტიკეტზე გადმოვიტანეთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, საინტერესო შედეგია”, – აღნიშნავს ვიქტორ გახელაძე.

ცნობისთვის, კასპის რაიონ სოფელ  ქვემოჭალაში მდებარე “გახელაძის” მარანი ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…