გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

მოგზაურთა 60% მზად არის ფული გადაიხადოს AI-ასისტენტისთვის ტურის ორგანიზებისას

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ai travel
ai travel

კომპანია Amadeus-ის კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოგზაურთა დაახლოებით 64% მზად არის გადაიხადოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტისთვის, რომელიც მათთვის მოგზაურობის შესახებ საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს. აქედან, 17% მზად არის, ტურის საერთო ღირებულების 5%-მდე გადაიხადოს ამ სერვისისთვის.

კვლევა, სახელწოდებით „Connected Journeys: How Technology Will Transform Travel in the Next Decade“ („დაკავშირებული მოგზაურობები: როგორ შეცვლის ტექნოლოგიები მოგზაურობის სფეროს მომდევნო ათწლეულში“), ჩატარდა 9500 მოგზაურს შორის ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-დან.

მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის მთავარ უპირატესობებად დაასახელეს:

  • დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა (42%);
  • პერსონალიზებული რეკომენდაციები (37%);
  • ახალი მიმართულებების აღმოჩენა (36%).

გამოკითხულთა თითქმის 35%-მა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის წყალობით, მოგზაურობის გადაწყვეტილებებს უფრო მეტი თავდაჯერებულობით იღებენ.

რესპონდენტთა მეოთხედმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას არაზუსტი ან მოძველებული ინფორმაცია მიიღო.

კიდევ ერთმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიას არ შეუძლია მათი პირადი პრეფერენციების ამოცნობა.

„გენერაციული AI-ის გამოყენების სწრაფი ზრდა აჩვენებს, რომ მოგზაურები უფრო ინტელექტუალური და პერსონალიზებული სერვისისკენ ისწრაფვიან. მაგრამ ადამიანების მოლოდინები მაღალია და ინდუსტრია ერთობლივად უნდა მუშაობდეს მათ გასამართლებლად“, – მიიჩნევს დეციუს ვალმორბიდა, Amadeus-ის ტურიზმის პრეზიდენტი.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…