გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“მოგზაურობაზე მოთხოვნა 80%-მდე შემცირდა” – Travelfy

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Travelfy
Travelfy

მოგზაურობაზე მოთხოვნა 80%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა გიორგი მელიქიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან”  განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, მომხმარებელთა მცირე ნაწილმა უკვე არსებული ჯავშნები გააუქმა.

“ტენდენციები ძალიან კლებადია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მარკეტინგული თვალსაზრისით არც ჩვენ ვაქტიურობთ და ხალხის ყურადღებაც სხვა საკითხებისკენ არის მიმართული. გამყვან ტურიზმში მოთხოვნა, ფაქტობრივად, უკიდურეს მინიმუმამდეა. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კომპანია ზარალზეა, რადგან მოთხოვნა თითქმის გაჩერებულია. 

პროცესები თუ 3-4 თვე გაგრძელდა შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, თუმცა მეეჭვება მიმდინარე პროცესი ამდენი ხნით გაგრძელდეს“, – აცხადებს გიორგი მელიქიშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…