გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“მნიშვნელოვანია 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარება” – ქეთი მელაძე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
keti meladze
keti meladze

ძალიან ბევრი პატარა სასტუმრო ცდილობს დახურვას, რადგან მათი შემოსავალი არასახარბიელოა, თუმცა ფრენჩაიზინგიანი სასტუმროები თითქმის ყველა დატვირთულია, – ამის შესახებ Horeca Hotel Star Georgia-ს პრეზიდენტმა ქეთი მელაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

 მისივე ინფორმაციით, საქართველოში 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თავს კარგად ართმევენ გამოწვევებს. 

“ჩვენს ორგანიზაციაში გაერთიანებულია 40-ზე მეტი სასტუმრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარება. სასტუმროების შეფასებას ვიწყებთ მატრასიდან, მათ  ჯამში 247 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მნიშვნელოვანია ხარისხი, მდგრადობა და ნდობა. 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები საქართველოში, ვინც თავის თავს თვითონ აფასებს, ბევრია. მაგრამ ვფიქრობ, ეს მიუღებელია და ამ შემთხვევაში ნდობაც ნაკლებია, რადგან ყველა ტურისტი ვინც ჩამოდის ფრენჩაიზინგიან სასტუმროში მიდის.

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ პატარა სასტუმროებს, რომ უფრო ცნობადები გახდნენ. ზუსტად ჩვენი ორგანიზაცია ამის საშუალებას აძლევს მათ. Tripadvise-ზე არც ერთი თვითშეფასებული ქართული სასტუმრო აღარ არის. ჩვენი შეფასების შედეგად მაღალბიუჯეტიანმა სტუმრებმა იციან რა დახვდებათ მათ აქ და არ ექნებათ ცრუ მოლოდინი. სასტუმრომ უნდა გამოხატოს მზაობა, რომ ჩვენ მივიდეთ მასთან და შევაფასოთ.

ძირითადად, დაინტერესებულები არიან მფლობელები, რომ მათი სასტუმრო იყოს შეფასებული და ის ვარსკვლავები, რომლებსაც ჩვენ მივანიჭებთ იყოს აღნიშნულ ექსტერიერზე და ინტერიერზე. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია ქვეყნისთვის. ამის გარეშე ქართული სასტუმროების განვითარება არ მოხდება, რადგან მათ ზურგს უნდა უმაგრებდეს ორგანიზაცია, რომელიც იტყვის, რომ ეს მათი ოჯახის წევრია. ვარსკვლავის მინიჭების შემდეგ ისევ ვამოწმებთ სასტუმროებს. ფარული სტუმარი მიდის სასტუმროში, შემდეგ ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას და ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს მფლობელთან“, – აცხადებს ქეთი მელაძემ. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…