გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

“მიხოს ბაღები” ყურძნის წვენის წარმოებას იწყებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mixos bagebi
mixos bagebi

ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანია “მიხოს ბაღები” ყურძნის, კერძოდ საფერავის წვენის წარმოებას სექტემბერში დაიწყებს. ამის შესახებ “მიხოს ბაღების” დამფუძნებელმა მიხეილ ღვინიაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წვენის ჩამოსხმა რთველის დასრულების შემდეგ დაიწყება.

“ვენახები მაქვს, თუმცა ასევე ვაპირებ, რომ ადგილობრივი გლეხებიდანაც შევიძინო ყურძენი. ზუსტად რომელი ტექნოლოგიით მოხდება წვენის დაწურვა არ მაქვს გადაწყვეტილი, თუმცა ყველა შემთხვევაში 100%-ით ნატურალური პროდუქტი იქნება. ყურძნის წვენი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, მაქვს შეკვეთებიც. გარდა ამისა, სამომავლოდ ქლიავის წვენის წარმოებასაც ვგეგმავ“, – აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.

რაც შეეხება კომპანიის ძირითად მიმართულებას – მიხეილ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ბროწეულის წვენებზე მოთხოვნა სტაბილურია. მისივე თქმით, კომპანია მიმდინარე წელს წარმოების გაფართოებას აპირებს. 

ცნობისთვის, ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანიის “მიხოს ბაღების” საწარმო დედოფლისწყაროში მდებარეობს. კომპანიას ამ ეტაპზე ორი სახეობის ბროწეულის წვენი აქვს – “ბროწეულის ნატურალური წვენი” და “ბროწეულის ნექტარი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…