გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბულგარულ ავიაკომპანიებთან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
guram-guramishvili
guram-guramishvili

„ვფიქრობთ, საქართველოში არსებული ლიბერალური სამართლებრივი ჩარჩო და მიმზიდველი საავიაციო ბაზარი წაახალისებს ბულგარულ ავიაკომპანიებს, გააფართოვონ ოპერაციების არეალი საქართველოს მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ტურიზმისა და  სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას. მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ბულგარეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობების შესასწავლად“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა სოფიაში, ბულგარეთის ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავიაციის ინდუსტრია საქართველოში მზარდი დინამიკით ხასიათდება, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის ლიბერალურმა პოლიტიკამ ავიაციის სფეროში. გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ლიბერალური ხასიათის შეთანხმებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული აქვს მრავალ პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ბულგარეთთან, ისრაელთან, ინდოეთთან, ბაჰრეინთან, ჩინეთთან, საუდის არაბეთთან  და ა.შ.

„2020 წლიდან ძალაშია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება,“  რომელიც გზას უხსნის ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროპის საჰაერო სივრცეში. იგი ითვალისწინებს ევროკავშირთან სამართლებრივ დაახლოებას სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის არის საავიაციო უსაფრთხოება და უშიშროება, მგზავრთა უფლებები, საჰაერო მოძრაობის მართვა, კონკურენციის საკითხები, სოციალური ასპექტები და ა.შ.“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გურამ გურამიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ავიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის, მგზავრთნაკადისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის და მცირე ზომის კარგო ტერმინალის, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის და თელავის აეროპორტის მშენებლობის შესახებ, მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა სტატისტიკას, რომლის მიხედვით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებლებს – 2023 წელს საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 6 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 15%-ით მეტია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…