გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

მიმდინარე ომის გამო HoReCa სექტორში ვაკანსიები შემცირდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Horeca Georgia
Horeca Georgia

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, HoReCa  სექტორში ვაკანსიები შემცირდა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორმა, ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, თებერვლის ბოლოდან, აღნიშნული სექტორი ძალიან აქტიურად ემზადებოდა ახალი ვაკანსიების გამოსაცხადებლად, თუმცა სწორედ აღნიშნული თვის ბოლოს დაიწყო ირანში სამხედრო კონფლიქტი, რამაც კომპანიების განწყობაზე გავლენა იქონია.

„ზოგადად, გაზაფხულის პერიოდი HoReCa  სექტორისთვის ყველაზე აქტიური სეზონია, თუმცა, ომის ფაქტორის გათვალისწინებით, ჰორეკა სექტორის დატვირთულობა და მასზე მოთხოვნა შემცირდა, რის გამოც სეზონურად ახალი კადრების აყვანა საჭირო აღარ გახდა“, – განმარტა ინგა შახბაზიანმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ადრე, HoReCa  სექტორის წილი ჯამურ ვაკანსიებში 13-16% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 9%-ზეა ჩამოსული.

„როგორც ვაკვირდებით ჩვენს პლატფორმაზე კომპანიების აქტივობებს, აპრილის თვეშიც თავს იკავებენ ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები ახალი თანამშრომლების დასაქმებისგან და ელოდებიან, როდის დასრულდება ომი ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორმა.

მან მიმდინარე წლის ზოგად ტენდენციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2026 წელი დასაქმების სფეროში საკმაოდ აქტიურად დაიწყო – ვაკანსიების ჯამური რაოდენობა გაზრდილი იყო როგორც თებერვალში, ისე მარტის თვეში.

ინგა შახბაზიანის ინფორმაციით, მათ პლატფორმაზე, ამჟამად, სამუშაოს მაძიებელთა სიაში 148 ათასამდე პირია რეგისტრირებული და მათ რაოდენობას ყოველდღიურად კიდევ ასამდე ადამიანი ემატება.

როგორც HR.GE-ს ვებ-განყოფილების გაყიდვების დირექტორი ამბობს, დღეს, საქართველოში, ახალ კადრებს აქტიურად 4000 -მდე კომპანია ეძებს. ჯამურად, მათ პორტალზე დარეგისტირებული პოტენციური დამსაქმებლების რაოდენობა კი 32 000 კომპანიას შეადგენს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…