გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

მიმდინარე მოვლენების გამო ჯავშნების 20% გადავადდა – GASA

ყველა სიახლეზე დაბრუნება
air-arabia - Gasa
air-arabia - Gasa

ერთ-ერთი მათგანი ავიასერვისის სააგენტო GASA-ს დამფუძნებელი გიორგი შენგელიაა. მისი განმარტებით, მართალია ავიარეისებზე ჯავშნების დიდი ნაწილი არ გაუქმებულა, თუმცა დაახლოებით 20% გადავადდა და მოგზაურებმა საქართველოში ჩამოსვლის პერიოდი გადაწიეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, შემცირდა ახალი ჯავშნების შემოსვლა.

„თუ თავიდან უცხოელ ტუროპერატორებს მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდებოდა, ახლა ასე არ არის. შესაბამისად, უახლეს პერიოდში ჯავშნების შემოსვლა შეფერხდა.

უსაფრთხოების დიდ საშიშროებაზე საუბარი არ მიდის. ეს მოცემულობა განპირობებულია იმის გამო, რომ თბილისი უცხოელი ვიზიტორებისთვის დასვენებისა და გართობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მათ შესაძლოა გარკვეული მიზეზების გამო ცენტრალურ უბნებში თავისუფლად გადაადგილება შეეზღუდოთ, მათი თავშეკავების მიზეზი ხდება. საუბარია იმ მოგზაურებზე, ვისთვის მთავარი მიმართულება თბილისია. იმ ჯგუფებისგან, ვინც თბილისის გარეთ მოგზაურობს, ჯავშნების გაუქმება ან გადაწევა სახეზე არ არის”, – ამბობს გიორგი შენგელია.

არსებული ჯავშნების გადავადებისა და ახალი ჯავშნების შემცირების მიუხედავად, შენგელიას თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ოდენობა ცალსახად გაზრდილია და ამ მხრივ ჯერჯერობით დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.

ცნობისთვის, ტურისტული ოპერატორი „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“, იგივე GASA არის ქართულ ბაზარზე უკვე 14 წელია ოპერირებს და კომპანია ავიაბილეთების გაყიდვასთან ერთად მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით ტურისტულ პაკეტებს და პროდუქტის რეალიზების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. GASA საქართველოში ისეთი საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენელია, როგორიცაა: Pegasus, Air Arabia და Fly Arna.

წყარო: bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…