გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

MICE Tourism პოტენციალს სეულის გამოფენაზე გაეცნენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Mice Tourism Georgia
Mice Tourism Georgia

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF 2025 მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ტურისტულ, მარკეტინგულ და მედია კომპანიებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ამათ შორისა: Lotte Tour, Hanjin Travel და Cheil Worldwide.

“სეულის ტურისტულ გამოფენაზე ვმონაწილეობთ ეროვნული სტენდით, ჩვენ შეხვედრები გვქონდა წამყვან კორეულ ტურისტულ კომპანიებთან,  მედიის წარმომადგენლებთან, ინფლუენსერებთან, რომ კორეელები საქართველოს უკეთ გაეცნონ, დაინტერესდნენ და დაგეგმონ მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ, კორეულ ბაზარზე მუშაობას, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული სექტორი მოგზაურებისთვის და ბევრად მეტი განსხვავებული ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში“-განაცხადა მაია ომიაძემ.                                                                                     

გამოფენის ფარგლებში, კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. Emotions Are Georgia მისაღებ ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

სეულის  4 დღიან ტურისტულ გამოფენაში SITF, 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…