გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

“მეღვინეობა ჩელთი” ბრიტანეთის ბაზარზე დაბრუნდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Chelti Winery
Chelti Winery

“მეღვინეობა ჩელთი” ბრიტანეთის ბაზარზე დაბრუნდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა, ღვინო HORECA სექტორში – რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება.

გარდა ამისა, ანა მირიანაშვილის განცხადებით, ღვინო ექსპორტზე ჯამში 27 ქვეყანაში გადის. კომპანიის სამომავლო გეგმებში ამერიკის ბაზრის გაფართოებაც არის.”სიახლე გვაქვს გერმანიის და ჩინეთის ბაზარზე, სადაც ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ. ამას გარდა აპრილში ამერიკაში მივდივართ. ბოსტონში გვაქვს პრეზენტაციები და დეგუსტაციები. მასაჩუსეტსის შტატში გავაფორმეთ ერთ-ერთ დიდ სადისტრიბუციო კომპანიასთან ხელშეკრულება და დანიშნული გვაქვს ქართული ღვინის კლასები სხვადასხვა ექსპერტისთვის. ვაპირებთ ნიუ-იორკის და კალიფორნიის შტატში გავზარდოთ გაყიდვები.ცოტა ხნის წინ დავბრუნდით გერმანიიდან, სადაც გაიმართა გამოფენა და ჩვენ ჯამში 8 ჯილდო მივიღეთ, მათ შორის, 6 ოქროს მედალი და 2 ვერცხლი. გერმანიაში 2 ძალიან მნიშვნელოვან ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელში შევედით“, – განაცხადა მირიანაშვილმა.კომპანია “ჩელთი” ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე “მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…