გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

მართა ბებოს დამბალხაჭო აგროტურიზმში

ყველა სიახლეზე დაბრუნება

დაბა თიანეთში “მართა ბებოს დამბალხაჭოს” საწარმოში ტურისტებსაც მასპინძლობენ, სადაც მათთვის მასტერკლასები იმართება. ისინი ეცნობიან დამბალხაჭოს მომზადების ტრადიციას, თან განსხვავებულ კერძს აგემოვნებენ. დამბალხაჭო აგროტურიზმში ფეხს აქტიურად იკიდებს.

„ჩვენ ელკანას ბენეფიციარები გავხდით, როგორც აგროტურისტული ობიექტი, საწარმოში მოვაწყვეთ ცალკე სივრცე, რომელიც გათვალისწინებულია შოურუმისთვის. ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან, მათი საშუალებით ვიღებთ 5-7 კაციან ჯგუფს, რომლებსაც მასტერკლასის გარდა, კუთხის გასტრონომიის გაცნობის საშუალებაც აქვთ. აგროტურიზმი მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ის ერის იდენტობის, ეთნოკულტურის და წეს-ჩვეულებების შეცნობის საშუალებას იძლევა. ეს სექტორი ნიშურია თიანეთში და მისი ათვისებით შევძლებთ ბევრი ტურისტის მოზიდვას, რეგიონის პოპულარიზაციის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას”, – აცხადებს “მართა ბებოს დამბალხაჭოს” დამფუძნებელი ეკა დოჯურიშვილი.

“მართა ბებოს დამბალხაჭო” ტურისტული სივრცის გაფართოების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აწარმოე საქართველოსგან დაფინანსების მოლოდინშია.

“ყველა ეტაპი გავიარეთ და ველოდებით პასუხს, გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება. დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან აგროტურისტული მიმართულებით გაფართოება გვჭირდება. “,- აღნიშნა ეკა დოჯურიშვილმა.

საქართველოში “ღვინის გზის” პროექტის მსგავსად, “ყველის გზის” პროექტიც განხორციელდა.

ეკა დოჯურიშვილის თქმით, “მართა ბებოს დამბალხაჭო” იმ პირველ 30 საწარმოს შორისაა, რომელიც ყველის გზაზე მოინიშნა.

“ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან დაგვეხმარება უფრო ცნობადები გავხდეთ და ტურისტისთვისაც საინტერესო იქნება ჩვენი ლოკაცია”, – ამბობს ეკა დოჯურიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…