გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

“მალე ექსპორტსაც გავაფართოებთ” – იაგო ბიტარიშვილი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
iagos gvino
iagos gvino

ბიომეღვინეობა ‘’იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, დაახლოებით 2-3 წელიწადში წარმოების ზრდას შეძლებს და გაყიდვებს გაზრდის. გაფართოების პროექტზე მუშაობა მეღვინემ დაახლოებით  2023 წელს დაიწყო და ვენახის მოცულობა 2,5-დან 4 ჰექტარამდე გაზარდა.

იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ახალი ვენახის მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ წლიურად 12 000-მდე ბოთლის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 7 000 ბოთლია.

‘’იაგოს ღვინოს’’ ბრენდით  ბიო ღვინო ერთი კონკრეტული ყურძნის ჯიშისგან – ჩინურისგან იწარმოება და 100%-ით ექსპორტზე გადის.

ბრენდი გაყიდვაშია 11-მდე ქვეყანაში, როგორიცაა  იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, დანია, გერმანია ,ესპანეთი, იაპონია, ჩინეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და აშშ. აღნიშნულ ბაზრებს სამომავლოდ ნორვეგია შეემატება, რაზეც მოლაპარაკება უფრო ადრე დაიწყო, თუმცა წარმოების სიმცირის გამო ექსპორტი ამ მიმართულებით ვერ განხორციელდა.

,,ევროპის ბაზარზე ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ ბაზრის დაკმაყოფილება ნამდვილად არის პრობლემა. ბოლო პერიოდში აზიიის მიმართულებაც გააქტიურდა და პოტენციალი აქაც დიდია. წარმოების ზრდა სწორედ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე იქნება მიმართული. ნორვეგიაში ექსპორტის დაწყება გადაწყვეტილი გვაქვს, დანარჩენს ტენდენცია აჩვენებს. ჩვენთვის საინტერესოა ყველა ბაზარი, სადაც პრემიუმ ხარისხის ღვინო პოპულარულია“, – აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, სამომავლოდ ‘’იაგოს ღვინო“ ძირითადად ბუტიკურ მაღაზიებში გაიყიდება.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში მზადდება. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…