მაღალი მოთხოვნის გამო, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს ახალი ვაგონები დაემატება.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ გადაწყვეტილება ზაფხულის სეზონზე მგზავრთა ნაკადის ტრადიციული მატების გამო მიიღო.
აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) ინფორმაციით, 11 ივნისიდან ბაქოდან გამავალ, ხოლო 12 ივნისიდან თბილისიდან გამავალ მატარებლებს დამატებითი ვაგონები მიემატება, რაც ამ მარშრუტზე უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის. ბილეთების შეძენა შესაძლებელია რკინიგზის სალაროებში, ADY-ის ოფიციალურ ვებგვერდზე და ADY Mobile აპლიკაციის საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, მრავალწლიანი შეჩერების შემდეგ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა. მარშრუტზე მოძრაობს შვეიცარიული კომპანია Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული თანამედროვე საძილე ვაგონებისგან შემდგარი მატარებელი


