Lonely Planet-მა 2026-ის მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა

Lonely Planet 2026

ცნობილმა ონლაინ-გზამკვლევმა Lonely Planet-მაყოველწლიური რეიტინგი Best in Travel 2026 წარადგინა, რომელიც ექსპერტების აზრით, მომავალ წელს მოსანახულებლად საუკეთესო 25 მიმართულებას მოიცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ ადგილს ახალი ტოპ-სიიდან:

სარდინია, იტალია: ველური ბუნებისა და ისტორიის შერწყმა

იტალიის რეგიონი სარდინია დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ველურ ბუნებასთან შესაერთებლად. კუნძული გამოირჩევა არა მხოლოდ ულამაზესი პლაჟებით, არამედ ძველი ქვის ნაგებობებით – ნურაგებით, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. სარდინია მდიდარი ისტორიისა და ენობრივი მრავალფეროვნების წყაროა.

ფინეთი: ათასი ტბისა და ჩრდილოეთის ნათების ქვეყანა

2026 წელს Lonely Planet მკაცრად გირჩევთ ეწვიოთ ფინეთს — ათასი ტბისა და უსაზღვრო ტყეების ქვეყანას. დედაქალაქ ჰელსინკიში შესაძლებელია ფინური დიზაინის უნიკალური ნიმუშების ხილვა, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთით ახალი აქტივობების გამოცდა: მაგალითად, ძაღლებით მარხილის ტარება და ჩრდილოეთის ნათებაზე დაკვირვება.

კადისი, ესპანეთი: კარნავალისა და შერის დედაქალაქი

გზამკვლევის კიდევ ერთი რეკომენდაციაა ესპანეთის ქალაქი კადისი. სწორედ აქ ტარდება ქვეყნის უდიდესი კარნავალი: ათდღიანი მსვლელობა მუსიკით, კოსტიუმებითა და ფეიერვერკებით. ქალაქი განთქმულია თავისი ტაპას-ბარებით, შერის (ღვინო) ტრადიციით და მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობით.

უტრეხტი, ნიდერლანდები: სიმშვიდის ოაზისი

თუ ნიდერლანდებში მოგზაურობას გეგმავთ, Lonely Planet გვირჩევს, ამსტერდამის გარდა, უტრეხტიც მოინახულოთ, რომელიც დედაქალაქიდან მხოლოდ ნახევარი საათის სავალზეა. ქალაქმა შეინარჩუნა სიმშვიდისა და სიმყუდროვის ატმოსფერო: შუა საუკუნეების ცენტრი, გოთური ტაძარი დომტორენი, ორდონიანი არხები და ძველ სარდაფებში განთავსებული კაფეები საუკეთესო საშუალებაა ხმაურიანი ამსტერდამისგან დასასვენებლად.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები