გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

“ლიც რეზორტი”-დინამიკა გაუმჯობესდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
lic rezort
lic rezort

წინა წელთან შედარებით დინამიკა გაუმჯობესდა, დაინტერესება 15%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ კვარიათში მდებარე სასტუმრო “ლიც რეზორტის” გენერალურმა დირექტორმა ლადო მიქელაძემ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების აქტიური მუშაობაა.

“სეზონი გრანდიოზულად გავხსენით და ეს უკვე აისახა ტურისტების რაოდენობაზეც. ამ ეტაპზე 50%-ზე მეტი არის დატვირთულობა და ველოდებით, რომ ეს მონაცემები ივლისში და აგვისტოში უფრო გაიზრდება. დამსვენებლები ძირითადად არიან ქართველები, გალფის ქვეყნების მოქალაქეები და ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის. პროცენტულად ქართველები უფრო მეტნი არიან, რაც ძალიან მახარებს“, – აცხადებს ლადო მიქელაძე.

გარდა ამისა, სასტუმროს გენერალური დირექტორის განცხადებით, “ლიც რეზორტს” გაფართოების გეგმები აქვს. კერძოდ, სასტუმრო აპარტოტელის სტილის პროექტზე მუშაობს, რომლის მშენებლობა დაახლოებით, 3 წელში დასრულდება.

ცნობისთვის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ლიც რეზორტი” კვარიათში, ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. შენობა 101 ოთახს მოიცავს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…