ლანჩხუთის მოკლე მიმოხილვა

XX საუკუნემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში. 1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[5] 1874 წლის ოქტომბერში სოფელში საზოგადოების ხარჯით გაიხსნა ორკლასიანი სკოლა[6]1893 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკა.[7]1898 წელს გაიხსნა საქალები სამრევლო სკოლა. 1901 წლისთვის გარდა ორკლასიანი სასწავლებლისა, მოქმედებდა სამი სამრევლო სკოლა, რომლებშიც 657 მოსწავლე სწავლობდა.[8]

გურიის გლეხთა მოძრაობის დროს

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 მთავარი სტატია: გურიის რესპუბლიკა.

1902 წელს ლანჩხუთის სკოლის მასწავლებელი გრიგოლ ურატაძე იყო ერთ-ერთი ინიციატორი გურიის გლეხთა გამოსვლების დაწყებისა. 1903 წლის გაზაფხულზე, აქტიური ხვნა-თესვის პერიოდში გლეხებმა ბოიკოტი გამოაცხადეს მემამულეების მიწების იჯარით აღებასა და დამუშავებაზე.[9] რევოლუციის პერიოდში გურიის კომიტეტმა შექმნა ლანჩხუთის რაიონი, რომლის წარმოამდგენელი იყო გრიგოლ ურატაძე. 1904 წლის 20 აპრილს პოლიციამ ჩასაფრების შედეგად მოკლა გლეხთა მოძრაობის ორი წევრი. ამას მოჰყვა ხალხმრავალი საპროტესტო მიტინგი და მიტინგის 14 მონაწილის დაპატიმრება. მოგვიანებით ქუთაისის ციხეში მოკლეს ლანჩხუთის ბოქაული მიქიაშვილი. 1905 წლის მარტში ჩატარდა გლეხთა შეხვედრა სულთან კრიმ-გირეისთან მოლაპარაკებების მიზნით. 25 აგვისტოს ლაანჩხუთში გაიმართა შეიარაღებული დემონსტრაცია. 9 სექტემბერს ლანჩხუთში აჯანყებულები თავს დაესხნენ ჩაფრებს.[10] 22 ოქტომბერს აჯანყებულები შეიჭრნენ ლანჩხუთის პოლიციაში და გაიტაცეს იარაღი.[11]

1907-1917 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლიდან ლანჩხუთის სკოლა სამკლასიანი გახდა. 1912 წელს ლანჩხუთში იდგა წმინდა გიორგისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. ნათლისმცემლის ეკლესია ქვის იყო და ქვისავე გალავანი ჰქონდა, ხოლო წმინდა გიორგის ეკლესია კი ხით იყო ნაგები. მოქმედებდა ორკლასიანი საქალებო სკოლა. 1916 წელს ლანჩხუთში მოქმედებდა თეატრი. ამავე წლიდან ლანჩხუთის სამკლასიანი სკოლა გადაკეთდა უმაღლეს პირველდაწყებით სკოლად.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წლის 26 მაისს სოფლის ცენტრში გაიმართა დიდი მიტინგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მიტინგი საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია.[12] ლანჩხუთი რაიონის ცენტრი გახდა 1930 წელს. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები