გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ლაგოდეხი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ლაგოდეხის პარკი - ახალი რეკრეაციული სივრცე

ლაგოდეხი ინვესტორებისთვის საინტერესო ხდება, ბოლო წლებში სასტუმროს მშენებლობაზე 6 ნებართვა გაიცა, მათ შორის, მრავალნომრიანი სასტუმროს და კოტეჯების მშენებლობაზე, – ამის შესახებ ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში, სასტუმროების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. 

“მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია როგორც მრავალნომრიანი სასტუმროები, ისე საოჯახო ტიპის სასტუმროები და კოტეჯები. მშენებლობის ნებართვებს მუნიციპალიტეტის მერია გასცემს და მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობაზე 2024-2025 წლებში 6 ნებართვაა გაცემული. 

შეიმჩნევა ტენდენცია, რომ სასტუმროების კუთხით სხვადასხვა სოფლის მოცვა ხდება და მხოლოდ ლაგოდეხი არ არის დატვირთული. მაგალითად, ამჟამად, განხილვის ეტაპზეა, კოტეჯების მშენებლობა ლაგოდეხისგან მოშორებით. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოცულობიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული მიმართულებით განვითარება კარგი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ობიექტი შეემატა მუნიციპალიტეტს”, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

ლაგოდეხის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო არ არის და ამ ეტაპზე მათი მხრიდან ინტერესი არ გამოკვეთილა.

“მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბრენდის სასტუმროები ოპერირებენ, რომელთაც მაღალი სტანდარტის მომსახურება და სერვისი აქვთ. ვფიქრობ, რომ მომავალში საერთაშორისო ბრენდებიც დაინტერესდებიან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტით და ამ კუთხითაც განვვითარდებით”, – აღნიშნა ლაგოდეხის მერმა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…