გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი – 12 ოქტომბერი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
wine festival
wine festival

ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალი ტრადიციულად გურჯაანში და ტრადიციულად ღვინობისთვეს გაიმართება.  მეღვინეობის ქალაქი, ფესტივალს 12 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეექვსედ იმართება, 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს.

ფესტივალზე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლებლობა აქვს მრავალფეროვანი მუსიკალური გაფორმების ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატაროს.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება. მართალია, პანდემიის დროს 2 წლიანი პაუზა გვქონდა, თუმცა განსაკუთრებულმა სტუმარ-მასპინძლობამ განაპირობა რომ, წელს ფესტივალი უკვე მეექვსედ იმართება და მონაწილეთა და სტუმართა რაოდენობაც ყოლვეწლიურად მატულობს. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ტრადიციულად, საუკეთესო ღვინოს დააგემოვნებენ. ასევე, საშუალება ექნებათ, ქართული მრავალფეროვანი მუსიკის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული სივრცები სტუმრების სურვილებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასე რომ, გელით ყველაზე სტუმართმოყვარე ფესტივალზე,“ – აღნიშნავენ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფში.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე მონაწილეობისთვის გადადით ბმულზე და და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3yd9rXf

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის განვითარება და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…