გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ქუთაისში გემო ფესტი იწყბა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gemo fest
gemo fest

გემო ფესტი ქუთაისში ბრუნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება.

ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ სამი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი მიიღებს მონაწილეობას.

მოეწყობა კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი.

ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.

გემო ფესტი იმერეთის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია ბორჯომი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…