გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ქუთაისში Courtyard Marriott-ის მშენებლობა 2026 წელს დაიწყება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Courtyard Marriott
Courtyard Marriott

ქუთაისში, Courtyard Marriott-ის სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მშენებლობის ნებართვას ველოდებით. ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ მომავალ წელს არსებული შენობის დემონტაჟი და შემდეგ – სასტუმროს მშენებლობა დავიწყოთ, – ამის შესახებ “რიკო ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმრო 120 ნომერს მოიცავს და პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 35 მლნ ლარს შეადგენს.

“კომპანია “რიკო ჯგუფი” ქუთაისის ცენტრში Courtyard Marriott-ის სასტუმროს ააშენებს. პროექტი Marriott International-ის ფრენჩაიზის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ვართ შეთანხმების ეტაპზე. პროექტმა კულტურურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში ძეგლთა დაცვის აკრედიტაცია გაიარა და  დოკუმენტი უკვე გაგზავნილია ქუთაისის მერიაში, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მოწონებულ იქნა. 

ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირას უკვე გვექნება “გაპის” (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი) დადასტურება. ახალი წლის შემდეგ კი ვგეგმავთ ქუთაისის ცენტრში, TBC ბანკის სათავო ოფისის გვერდით არსებული შენობის დემონტაჟს და მშენებლობის დაწყებას. თანხები მობილიზებულია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი დანამატი, რადგან ასეთი ხარისხის სასტუმრო ქუთაისში არ არის, რაც რა თქმა უნდა რეგიონის ტურისტულ განვითარებას ხელს შეუწყობს. 

სასტუმრო 120 ნომერიანი იქნება. გარდა ამისა, დაგეგმილია ღია აუზის, საკონფერენციო დარბაზის, ასევე სამი კვების ობიექტის, მათ შორის ევროპული და ქართული რესტორნების მშენებლობა. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს შიდა ეზოს ღია კაფეების ტიპის ობიექტებს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასტუმროს სტუმრებისთვის, ისე გარედან შემოსული მოქალაქეებისთვის. დამატებით, კომპლექსი მოიცავს მიწისქვეშა პარკინგსაც”, – აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…