ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა. ის უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ სხვა სიახლეები და ინფორმაცია იხილეთ Travel News-ის მასალაში „როგორ მივიდეთ ქუთაისის აეროპორტამდე“.
Roamingo-ს eSIM სერვისი ქუთაისის აეროპორტში
Roamingo დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირველი ქართული კომპანიაა. ის საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტს სთავაზობს.
ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია ფიზიკურ SIM-ბარათს არ საჭიროებს. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ქვეყანა. შემდეგ კი შესაბამისი ვადით შეიძინოს ინტერნეტპაკეტი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს მგზავრებისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე. ეს მიდგომა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც მოიცავს.
,,ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ჩვენს მგზავრებს სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზოთ. ამავე დროს, საშუალებას ვაძლევთ ქართულ სტარტაპებს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. Roamingo საშუალებას აძლევს ჩვენს მგზავრებს, უშუალოდ ტურისტებზე მორგებული და ხელსაყრელი ინტერნეტ პაკეტები შესთავაზოს. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული სტარტაპი ჩვენი აეროპორტის მგზავრებს ევროპაში გამგზავრებისას 10 დღიან აქციას სთავაზობს და ფასდაკლების ვაუჩერების, ასევე სხვადასხვა ბონუსების გაცნობა მათ გაფრენის დარბაზში განთავსებულ კომპანიის სტენდთან შეეძლებათ.-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ამ ეტაპზე, Roamingo-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Roamingo-ს აპლიკაციაში გადახდის ძირითადი საშუალებებია Amex, Visa და Mastercard ბარათები.
მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ Apple Pay-ისა და Google Pay-ის გამოყენება. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია გაფართოებას გეგმავს. Roamingo იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებსაც შესთავაზებს.
ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადისა და განვითარების შესახებ სხვა მონაცემები იხილეთ Travel News-ის სტატიაში „2025ში საქართველოს აეროპორტები 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა“.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხოეთში მიმავალი მგზავრებისთვის eSIM სერვისი პრაქტიკული არჩევანია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დანიშნულების ქვეყანაში ინტერნეტი ჩასვლისთანავე სჭირდება.
მოგზაურებს შესაბამისი ინტერნეტპაკეტის წინასწარ შერჩევა შეუძლიათ. მგზავრობის პერიოდში კი მობილურ კავშირზე წვდომას ფიზიკური SIM-ბარათის შეცვლის გარეშე შეინარჩუნებენ.
ახალი სერვისი მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების არჩევანს აფართოებს. მისი მიღება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებამდე შეუძლიათ.


