პოლონეთის კულტურულ ცენტრში, ვროცლავში, სამოგზაუროდ ბილეთების შეძენას 119 ლარიდან შეძლებთ.
Wizz Air-ი, მსოფლიოში ყველაზე ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, ქუთაისიდან ვროცლავის მიმართულებით, 30 ოქტომბრიდან პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ქუთაისიდან პოლონეთში ფრენა უკვე ოთხი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ვროცლავი, კატოვიცე, ვარშავა და პოზნანი. ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას, რაც მგზავრებს მისცემს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ქალაქისა და მისი ულამაზესი შემოგარენის მონახულების საშუალებას. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში, ბილეთის ღირებულება 119 ლარიდან იწყება.
აღმოაჩინეთ ვროცლავისა და მისი შემოგარენის სილამაზე
ვროცლავი, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი არქიტექტურით, ცოცხალი კულტურითა და ისტორიული მნიშვნელობით, შესანიშნავი ადგილია მოგზაურთათვის, რომლებიც ეძებენ ისტორიისა და თანამედროვეობის ნაზავს. ძირითადი ღირსშესანიშნაობები მოიცავს ულამაზეს ბაზრის მოედანს, დიდებული ვროცლავის ტაძარს და მომხიბვლელი ტუმსკის ხიდს. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დაათვალიერონ სილეზიის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ცნობილია თავისი ბუნებრივი სილამაზითა და კულტურული მემკვიდრეობით.
ქუთაისი-ვროცლავის მარშრუტის მნიშვნელობა ხაზს უსვამს Wizz Air-ის ვალდებულებას, შესთავაზოს მგზავრებს ხელმისაწვდომი მოგზაურობის ვარიანტები და შესაძლებლობები. ეს მარშრუტი წარმოადგენს მნიშვნელოვან კავშირს როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე საქმიანი მოგზაურებისთვის, რაც ხელს უწყობს კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და პოლონეთს შორის.
მარშრუტი | სიხშირე | ფასები* | თარიღი |
ქუთაისი-ვროცლავი | ოთხშაბათი, კვირა | 119 ლარიდან | 2024 წლის 30 ოქტომბრიდან |
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი, ოლივია ჰარანგოსო:
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქუთაისი დავაკავშიროთ კიდევ ერთ ქალაქთან, ვროცლავთან, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და ცოცხალი ატმოსფეროთი. ვამაყობთ, რომ ქართველ მოგზაურებს ვთავაზობთ ისევე როგორც ხელმისაწვდომ ტარიფებს, ასევე მრავალფეროვან მარშრუტებს. როგორც იცით, ვროცლავი არის Wizz Air-ის მეოთხე დამაკავშირებელი მარშრუტი ქუთაისსა და პოლონეთს შორის. ჩვენ პრიორიტეტი კი მრავალფეროვანი მარშრუტების შეთავაზებაა ქართველი მოგზაურებისა და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის.