გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

კულტურული გიდების ნულოვანი კვოტირება გამართლებულია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
kulturuli turizmi
kulturuli turizmi

სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ელზა ბებია გიდების საქმიანობასთან დაკავშირებით “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის ამოქმედება ადგილობრივი გიდების ინტერესების დაცვისთვის აუცილებელი იყო. 


მისი შეფასებით, უცხოელი კულტურული გიდების ნულოვანი კვოტირება გამართლებულია, რადგან წლების განმავლობაში უცხოური ტურისტული კომპანიების მიერ ჩამოყვანილი გიდების რაოდენობის ზრდამ ადგილობრივი სპეციალისტები არათანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩააყენა.  მაშინ, როცა ქართველ გიდებსა თუ პროფესიულ გაერთიანებებს საკმარისი რესურსი აქვთ სხვადასხვა ენობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.  


„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იყო შემოსული და პრაქტიკულად ადგილობრივი გიდები ჩაეხსნენ ბაზარს… მარტო ინგლისურს და რუსულს არ ეხება, არის სხვა ენებზეც, მაგალითად თუნდაც, ჩინურენოვანი გიდები. ჩვენს ასოციაციაში არის საკმარისად დიდი რაოდენობის უცხოენოვანი გიდები… არიან კიდევ სხვა ასოციაციები, თვითონ ტურისტული კომპანიები, რომლებსაც საკუთარი დიდი ბაზები აქვთ. ჯერჯერობით, ჩვენ ამ გამოწვევას ვუმკლავდებით.“

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…