გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

ქუთაისის აეროპორტი წელს 1.8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tamar ioseliani
tamar ioseliani

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანმიმდევრულად ახორციელებს და მასთან ერთად სერვისებსაც ავითარებს. 

„წელს ველოდებით 1,800 000-მდე მგზავრს. ქუთაისის აეროპორტში, კოვიდპანდემიის შემდეგ, საშუალოდ 35%-იანი ზრდა გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით. წლევანდელი მონაცემებით, მგზავრთნაკადის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 10% შეადგინა”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. 13 წლის განმავლობაში ის საქართველოს სიდიდით მეორე და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად იქცა. აეროპორტის ტერმინალი ექვსჯერ გაფართოვდა, განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ 2023 წელს აეროპორტმა 1.7 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, ხოლო გახსნიდან დღემდე — 8.8 მილიონზე მეტს. ასევე 13 წლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი რეისი შესრულდა. დღეს ქუთაისის აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. „ჩვენ ასევე ვნერგავთ ელექტრონულ სერვისებს და ზოგადად, ყოველწლიურად ვავითარებთ ისეთ მომსახურებას, რომელიც მორგებულია მგზავრსა და მის კომფორტულ მოგზაურობაზე“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად ინფრაქსტურქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყო. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს ყოველ 2 საათში კომფორტული შათლ ბასები ემსახურება.  ასევე განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდა თვითმფრინავის სადგომების, ბაქნის  მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული გასასვლელები (e-gate), როგორც მოფრენის, ისე გაფრენის დარბაზებში. აეროპორტში კვებისა და სხვა მომსახურების მიწოდებას როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები ახორციელებენ.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…