გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

კომპანია Costa Cruises საქართველოში ოპერირებას იწყებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Costa Cruises
Costa Cruises

Costa Cruises-ი საქართველოში ოპერირებას იწყებს. Costa Cruises-ი იტალიური საკრუიზო კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1948 წლიდან ოპერირებს. 75 წლის საკრუიზო კომპანიას ამჟამად 9 ლაინერი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ზღვებში ტურისტულ მარშრუტებს ასრულებენ.

ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთ ევროპა, კარიბის ზღვა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, გაერთიანებული საემიროები და შორი აღმოსავლეთი – ამჟამად კომპანისს დაფარვის არეალია. ახლა კი Costa Cruises-ი გაყიდვების გაფართოებას ამიერკავკასიაში საქართველოდან იწყებს.

8 ივნისს საქართველოში, ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისათვის, Costa Cruises-ის პრეზენტაცია და გაცნობითი შეხვედრები გაიმართება.

ღონისძიებას წარუძღვებიან Costa Cruises-ის ადგილობრივი პარტნიორი, კომპანია „კრუიზერის“ დირექტორი ანა კირკიტაძე და ასევე Costa Cruises-ის გაყიდვების დირექტორი ალესანდრო ბოტარო და ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი ომარ დელეპიანე. 

businessinsider.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…