“კოლხიდა” – ენერგო ეფექტური სასტუმრო

kolkhida

მზის ბატარეებმა, ფაქტობრივად, სრულად ჩაანაცვლა  ელექტროენერგიის მოხმარება, – ამის შესახებ სასტუმრო “კოლხიდას” მფლობელმა ხათუნა ლაგაზიძემ “ბიზნესი რუსთავი 2”-თან  განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი სასტუმროს სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისის მიწოდების ვადებსაც გაზრდის.

“შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარედ პირველია ასეთი მასშტაბის პროექტი.

ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, რომელმაც დაამონტაჟა მზის ბატარეები ვითვლიდით, რომ ჩვენი წლიური მოხმარების, დაახლოებით, 80%-ს გაწვდებოდა. 5 თვის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ 100%-ით დაფარა ჩვენი ელექტროენერგიის ხარჯი და მზიანი დღეების დროს პლუსში გადავალთ. რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სეზონი გავზარდოთ.

ელექტროენერგია უზარმაზარ ხარჯზე გადიოდა. მოგეხსენებათ, ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებები და ჩვენ გვინდოდა სეზონი გაგვეზარდა ქვიშის ხელოვნური გათბობის წყალობით. ეს ძალიან ხარჯიანი იყო ენერგო თვალსაზრისით და ამიტომაც სანამ ამ პროექტს არ შევეჭიდებოდით ვერ ვრისკავდით. ახლა სეზონის გახანგრძლივების საშუალება გვექნება”, – აცხადებს ლაგაზიძე.

ცნობისთვის, ურეკში სასტუმრო “კოლხიდაში” USAID-ის მხარდაჭერით, 5 თვეა 215 კვ/სთ სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური ფუნქციონირებს.

rustavi2.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები