Kavtiskhevi Resort კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე ტურისტული კომპლექსია, რომელიც სასტუმროსა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.
სასტუმრო ავთისხევის რეზორტიt-ის დამფუძნებელი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი ზაფხულის საკურორტო სეზონის ტენდენციებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს.
მისი ინფორმაციით,ზაფხულის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სასტუმროს დაახლოებით 80% დატვირთულია, სტუმრების უმრავლესობა კი ადგილობრივია.
„სასტუმრო მდებარეობს მდინარე კავთურის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე.ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი სასტუმრო არის თბილისთან ძალიან ახლოს, ერთ-ერთი ბენეფიტიც ეს არის. ამ დროისთვის ათვისებული გვაქვს თბილისი, რუსთავი,მცხეთა, გორის რაიონის დიდი ნაწილი და შემოგარენი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სასტუმროში არსებული ინფრასტრუქტურით, მათ შორის ცეცხლის აბაზანებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში ანთებულია.
სასტუმრო არის პატარა, თუმცა ყველა პირობაა შექმნილი მოემსახუროს საქმიანი ტურიზმის მიმართულებასაც. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ერთდროულად 30-40-კაციან ჯგუფებსაც ვუმასპინძლოთ,“– აცხადებს ხაჩირაშვილი.
მისივე განმარტებით, კომპანიის გაყიდვებში MICE ტურიზმის მიმართულებას დაახლოებით 15% უჭირავს.
„საკმაოდ დიდი ინტერესია კორპორატიული კუთხით, მათ შორის ინტერესია ბანკების და სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების მხრიდან. ატარებენ სემინარებს და ა.შ. უნდა გამოვყოთ ის, რომ კავთისხევი არის უფლისციხის ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს და ძალიან ხშირია აქ ტურისტის მოდინება,“-აცხადებს ნიკოლოზ ხაჩირაშვილი.
სასტუმრო კავთისხევშიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია კომპლექსის კიდევ უფრო გაფართოება. განიხილება აგრობიზნესის კუთხით განვითარებაც.
შეგახსენებთ, Kavtiskhevi Resort-ი კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს 10 ნომრიან, საოჯახო ტიპის სასტუმროს, რესტორანს, ორ გარე აუზს. სასტუმრო კავთისხევში 2022 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ამოქმედდა.
„ტურისტული კომპლექსი მდებარეობა განსაკუთრებით საინტერესოა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც თბილისთან ახლოს ბუნებაში დასვენებას ეძებენ. კავთისხევი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თბილისიდან, მცხეთიდან და გორიდან მისვლა შედარებით მარტივია, რაც ობიექტს როგორც მოკლე დასვენებისთვის, ისე ოჯახური და ჯგუფური ვიზიტებისთვის საინტერესო მიმართულებად აქცევს.
Kavtiskhevi Resort – სასტუმრო და ტურისტული კომპლექსი
სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების განვითარება ტურიზმის ეკონომიკურ მნიშვნელობასაც უკავშირდება. ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერება ზრდის რეგიონებში ვიზიტორებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებს და ქმნის დამატებით ეკონომიკურ აქტივობას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დინამიკაც, რომელიც სექტორის ეკონომიკური მნიშვნელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ტურისტული კომპლექსის მდებარეობა განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ თბილისთან ახლოს არსებული ტურისტული ობიექტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებაში საკუთარ როლს ასრულებს. კავთისხევი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ბუნებრივ გარემოსთან სიახლოვე, თბილისთან ხელმისაწვდომობა და დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მას მოკლევადიანი მოგზაურობებისა და რეგიონული ტურიზმისთვის საინტერესო მიმართულებად აქცევს.


