გადასვლა მთავარ შიგთავსზე
travelnews.ge

ქართული ღვინო Daejeon International Wine Festival-ზე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Daejeon International Wine Festival
Daejeon International Wine Festival

ღვინის ეროვნული სააგენტოს და  კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ფესტივალზე  – Daejeon International Wine Festival ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებზე წარდგენა ემსახურება  საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.

სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია წარედგინათ ადგილობრივი ღვინის პროფესიონალებისთვის, რაც ქართული ღვინის  ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის  წინაპირობაა.

ფესტივალს კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პირველი წარდგენა 2015 წელს  გამოფენაზე „Seoul Interenational Wines and Spirits Expo“ გაიმართა. ამ წლების განმავლობაში განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი მზარდია: მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 68 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *