გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინო Austin Food & Wine Festival ფესტივალზე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Qartuli gvino texasshi
Qartuli gvino texasshi

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში, ტექსასის შტატის ქალაქ ოსტინში ფესტივალზე „Austin Food & Wine Festival“ გაიმართა.

ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 23 ღვინო. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა დეგუსტაცია-მასტერკლასი სათაურით:  “Georgian Wine for Everyday Drinking,” (ქართული ღვინო ყოველდღიურ დასალევად).

ფესტივალს „Austin Food & Wine Festival“, რომელიც 2012 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ტრადიციულად მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფ-მზარეულები, სომელიეები, ღვინის პროფესიონალები, HORECA სექტორის წარმომადგენლები  და მომხმარებლები ესწრებიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდისთვის აშშ-ის სტრატეგიულ ბაზარზე. 

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo & Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე:  ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი), „San Diego Food + Wine Festival“ (სან-დიეგო). ასევე შემოდგომაზე, ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის, საქართველოში ორი ღვინის ტური გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…