გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინის წარდგენა კანადაში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
kartuli gvino kanadashi
kartuli gvino kanadashi

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ მონრეალში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე „La Grande Dégustation de Montréal“ ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. 

ფესტივალი „La Grande Dégustation de Montréal“ უკვე მეთხუთმეტე წელია იმართება და ის კვებეკის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება, რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასამდე ვიზიტორი ესწრება.  

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ცხრა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც კვებეკისა და ონტარიოს რეგიონებში უკვე იყიდება. 

ღონისძიების სტუმრების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალს  დაესწრნენ ღვინის სფეროში მომუშავე პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის მწერლები და იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინოები კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან  და სხვ ქვეყნებიდან.  

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კანადაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სალომე ქურასბედიანმა და საელჩოს წარმომადგენლებმა.  

ბოლო წლების განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტი კანადაში ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია. 2024 წლის მონაცემებით, კანადაში ექსპორტირებულია 200,000-მდე ლიტრი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1,1 მლნ აშშ დოლარი და წინა წელთან შედარებით დაფიქსირდა 35%-იანი ზრდა. ზრდის ტენდენცია გრძელდება 2025 წელსაც;  10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 193 ათას ლიტრი ღვინო; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19% შეადგინა. კანადაში ქართული ღვინის ექსპორტიდან 10 თვეში მიღებულმა შემოსავალმა 1,2 მლნ ლარს მიაღწია,  რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…