გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინის მარილი გერმანიასა და იტალიაშიც გაიყიდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gvinis marili
gvinis marili

კახური ტრადიციული მეთოდით დაყენებული, ქვევრის საფერავსა და რქაწითელში დავარგებული ღვინის მარილი სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

როგორც კომპანია „მარილას“ დამფუძნებელი ვახტანგ ვათიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, უნიკალური ქართული პროდუქტის მიმართ ინტერესი ბაზარზე გამოსვლისთანავე გაჩნდა და დღეს კომპანიას უკვე ერთგული მომხმარებლებიც ჰყავს.

„ბაზარზე რომ შევედით, პროდუქტმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ბევრთან უკვე ვთანამშრომლობთ კიდეც. თვიდან თვემდე მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება. ჩვენი პროდუქტის მომხმარებლები არიან, როგორც რესტორნები, ასევე ღვინის მაღაზიები. “მარილა” დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელებშიც, რომლებსაც აქტიურად მიაქვთ ქართული ღვინის მარილი თავიანთ ქვეყნებში. ქართველებს რაც შეეხება, უკვე ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს,“ – აცხადებს  ვახტანგ ვათიაშვილი.

კომპანია ამ დროისთვის რამდენიმე  დასახელების მარილს აწარმოებს. მათ შორის, ქვევრის საფერავის ღვინის მარილს და  ქვევრის რქაწითელის ღვინის მარილს. 

ცნობისთვის, ქართული, უნიკალური პროდუქტი უკვე იყიდება ლონდონსა და ნიუ იორკში. სამომავლოდ გეგმაში ქართული პროდუქტის გერმანიასა და იტალიაში გატანაა. დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკებები დუბაისთანაც. კომპანია უკვე 1 წელია გაყიდვაშია და კომპანიას თვეში, საშუალოდ, 1 000 ბოთლი ღვინის მარილის წარმოება შეუძლია.

პროდუქტის შეძენა ონლაინ, ქსელურ მაღაზიებსა და „მარილას“ შოურუმშია შესაძლებელი.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…